воскресенье, 11 октября 2015 г.

მეცხრე დღის რეფლექსია

მოვისმინეთ ერთმანეთის პრეზემტაციები. გავაკეთეთ ჩვენი შენიშვნები, რომლებიც დაგვეხმარება მომავალში პროექტზე მუშაობისას. ვისწავლეთ დრაივში და ბლოგში ჩვენი ნამუშევრების ატვირთვა და ნახვა. დღევანდელი მეცადინეობა იყო ჩვენი ტრენინგის დამამთავრებელი დღე და ძალიან კმაყოფილები დავრჩით.

суббота, 10 октября 2015 г.

მერვე დღის რეფლექსია

ვიმუშავეთ წყვილებში და გავეცანით ერთმანეთის ნამუშევრებს. ვიმუშავეთ  პორტფოლიოს პრეზენტაციაზე. გავეცანით ფასილიტაციის ტექნოლოგიების გამოყენებას. დავალაგეთ ბლოგზე გვერდები  და გაჯეტები. გავაკეთეთ ერთმანეთის ბლოგზე კომენტარები. ტრენინგი მეტად საჭირო და საინტერესო იყო.

воскресенье, 4 октября 2015 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია

გავაკეთეთ შეფასების შეჯამება. ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე. მოსწავლის ნამუშევრის გაფორმებაზე. შევქმენით მოსწავლის ნამუშევრის შაბლონი. შევავსეთ პრეზენტაციის შეფასების ფორმა. (კვლევითი პროექტისათვის). დღევანდელი მუშაობით კმაყოფილი ვარ.

суббота, 3 октября 2015 г.

მეექვსე დღის რეფლექსია

დღეს  ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკაზე. შევქმენით მოსწავლეთა სავარაუდო ნამუშევარი.

მეხუთე დღის რეფლექსია

დღევანდელი ტრენინგით ვისწავლეთ, როგორ ვიმუშავოთ, გადმოვწეროთ და შევინახოთ ინფორმაცია, სურათები. ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე. ვნახეთ პრეზენტაცია საავტორო უფლებებზე. ვისწავლეთ კომენტარების კეთება. გავეცანით მოსწავლის ნამუშევრების ნიმუშებს. ამ დღის მუშაობით კმაყოფილი დავრჩი.

воскресенье, 27 сентября 2015 г.

მეოთხე დღის რეფლექსია


გავეცანით  შეფასების მეთოდებს.  განვიხილეთ შეფასების  ხუთი მიზანი, ამ მიზნის
 შესაბამისი მეთოდები და ინსტრუმენტები.  შევადგინეთ  გონებრივი იერიშის  გეგმა.მომეწონა  დღევანდელი  დღის  მუშაობა და კმაყოფილი ვარ შორენა ბადურაშვილის.

суббота, 26 сентября 2015 г.

მესამე დღის რეფლექსია

           განვიხილეთ  მეორე მოდულის ორი აქტივობა. სტანდარტები, ინდიკატორები და პროექტის მიზნები.ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ კითხვებზე.გავაანალიზეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.
         ტრენინგი ძალიან შინაარსობრივი იყო.  მას გამოვიყენებ პროექტებზე მუშაობის დროს.